რუსმა მსახიობებმა ინდივიდუალურად გამოხატეს პროტესტი მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ. ისინი მსახიობ პაველ უსტინოვის დაპატიმრებას ეწინააღმდეგებიან. უსტინოვი გასულ თვეში საპროტესტო აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და სამწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. უსტინოვი ამტკიცებს, რომ ის საპროტესტო აქციაში საერთოდ არ მონაწილეობდა.
ოთხშაბათს დაახლოებით 100-მდე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა დაგეგმილ პროტესტში. თითოეული მათგანი თითო წუთის განმავლობაში იდგა ადმინისტრაციის წინ უსტინოვის გათავისუფლების მოთხოვნის შემცველი პლაკატებით. რუსული კანონმდებლობა ამგვარი პროტესტისთვის სპეციალურ ნებართვას არ ითხოვს და დემონსტრანტებს შეეძლოთ ე.წ. ერთკაციანი პროტესტი გაემართათ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ერთ-ერთმა ოფიცერმა ჩარევაც სცადა. მისი თქმით, დემონსტრანტები ერთი და იმავე პოსტერით იდგნენ ქუჩაში და ეს შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც მასობრივი პროტესტი. მაგრამ მან ტერიტორია დატოვა მას შემდეგ, რაც მსახიობებმა განმარტეს, რომ რადგან ერთი დემონსტრანტი პოსტერს მიწაზე დებს და მეორე მას იქიდან იღებს და შლის, თითოეული მათგანი ცალკეულ დემონსტრანტად ითვლება დ არ შეიძლება ეს მასობრივ პროტესტად კვალიფიცირდეს.