ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტი კიევის სასამართლომ საპატიმროდან გაათავისუფლა


კიევის სასამართლომ რუსი ჟურნალისტი, კირილ ვიშინსკი, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იყო დაკავებული, საპატიმროდან გაათავისუფლა იმ ვალდებულებით, რომ პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდება.

კიევის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 28 აგვისტოს მიიღო. ვიშინსკი ვალდებულია სასამართლოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში თავად აცნობოს და თავი შეიკავოს ამ საქმეში ნებისმიერ მოწმესთან კონტაქტისგან. მას ელექტრონულ სამაჯურს არ გაუკეთებენ.

ვიშინსკი, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" უკრიანის რედაქციის ხელმძღვანელია. ის 2018 წლის მაისში დააკავეს და თუკი ბრალი დაუმტკიცდა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინა "რია ნოვოსტის" ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

ვიშინსკი დაკავების მომენტში რუსეთისა დ აუკრიანის ორმაგი მოქალაქე იყო. მას ბრალს სდებენ იმაში, რომ უკრაინაში დარეგისტრირებული სხვა მედია-კომპანიების მეშვეობით რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას იღებდა. ეს ყველაფერი კი რუსეთის მთავრობის მიერ მართულ "რაშა თუდეისთან" კავშირის შესანიღბად ხდებოდა.

დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვიშინსკიმ განაცხადა, რომ მან უკრიანის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ის "პოლიტიკური პატიმარი" იყო. ამბობდა, რომ ის იმისთვის დააკავეს, რომ რუსეთში დაკავებულ უკრაინელებში გასაცვლელად გამოეყენებინათ.

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა რუსეთის ომბუდსმენმაც, რომლის თქმითაც, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და მას პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG