უკრაინაში სიტუაცია ისევ მწვავდება. რუსეთში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ეკონომიკური რეცესია დაიწყო
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუგანსკში სამშაბათს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი რეგიონის ადმინისტრაციულ შენობას თავს დაესხნენ. ადგილობრივ პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია. რკინის მილებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა ფანჯრის მინები შეამტვრიეს და შენობაში შეცვივდნენ. ამბოხებულებმა უკრაინის დროშა რუსულით შეცვალეს. იგივე მოხდა რეგიონალური ტელევიზიის შენობაშიც.
დედაქალაქში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ქვეყნის ძალოვანები უმოქმედობისთვის და საკუთარი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფის საქმეში გამოჩენილი უუნარობისთვის მკაცრად გააკრიტიკა. „აღმოსავლეთში ძალოვანი სტრუქტურების დიდი უმრავლესობა მოქალაქეების დაცვის მოვალეობას ვერ ასრულებს. უკრაინის უშიშროების სამხახურებში, დონეცკში და ლუგანსკში ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა. „ალფას“ - საგანგებო სპეცდანიშნულების ძალების- ხელმძღვანელობა მთლიანად გამოიცვალა“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის გამწვავებაში ბრალს რუსეთს დებენ. მათი ვარაუდით, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის გზის გაკვალვითაა დაკავებული. იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინაში დეესკალაციის შესახებ მიცემული პირობა არ შეასრულა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატისტების მხრიდან ამბოხის ინსპირირება გააგრძელა, დასავლეთმა რუსეთს ორშაბათს ახალი სანქციები დაუწესა. ამერიკამ სანქციები რუსეთის დამატებით 7 მოქალაქეს და 17 რუსულ კომპანიას დაუწესა, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნის ენერგო-სექტორთანაა დაკავშირებული. რუსულ კომპანიებს საექსპორტო ლიცენზიებიც ჩამოერთვათ.
ანგარიშები გაეყინა და ვიზები შეუჩერდა როგორც ოფიციალურ პირებს, ასევე ბიზნესმენებს, მათ შორის იგორ სეჩინს, ქვეყნის უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი ნავთობმომპოვებელი კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს. სანქციები ხელისუფლების ისეთ მაღალჩინოსნებსაც შეეხო, როგორიცაა პრემიერ-მინისტრის მოადგილე დმიტრი კოზაკი, ან გენერალი ვალერი გერასიმოვი - რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი. შეერთებული შტატები და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ეს ბოლო ზომა არ არის და რომ მათ უკვე დაიწყეს ახალი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციების მომზადება.
რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უკრაინაში კრიზისის დაწყებამდეც სუსტად გამოიყურებოდა, კიდევ უფრო დაუძლურდა. ოთხშაბათს დილით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რუსული ეკონომიკა რეცესიის ფაზაში გადავიდა, რადგან ქვეყანა უკვე ზედიზედ მეორე კვარტალია, რაც ნეგატიურ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. რუსული რუბლის კურსი ბოლო პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რუსული საფონდო ბირჟებიც მკვეთრ ვარდნას აჩვენებს, ინვესტორები კი ქვეყნის ეკონომიკაში ფულის დაბანდებას აჩერებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2014 წლისთვის დრამატულად შეიცვალა და 1.3 პროცენტიდან 0.2 პროცენტამდე ჩამოვიდა. ამ მასშტაბის ვარდნას ფონდის ეკონომისტი ანტონიო სპილიმბერგო უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მასთან დაკავშირებით რუსეთში შექმნილ გაურკვეველ მდგომარეობას აბრალებს.
ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავი დაანებოს უკრაინას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მოსკოვი არამარტო უკრაინის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების სისტემის შეცვლას ცდილობს.
სახელმწიფო მდივნის თქმით, დასავლეთის ძლიერება მის ერთობაში იქნება და „ეს ძლიერება ბოლო 65 წლის მანძილზე მხოლოდ ერთიანობიდან მომდინარეობდა. ერთად ჩვენ უნდა ვაიძულოთ უკან დავახევინოთ მათ, ვისაც სუვერენული საზღვრების ძალადობის გზით შეცვლა სურს “ - განაცხადა სამშაბათს ჯონ კერიმ. მისი თქმით, უკრაინას დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური დახმარებაც ესაჭიროება, რაშიც ასევე ერთიანი მიდგომაა საჭირო. ამას გარდა დახმარების უზრუნველყოფა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საქმეში, საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებაში, ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებაშიც უნდა მოხდეს. „ რაც ყველაზე მთავარია, კრემლმა აბსოლუტურად გარკვევით უნდა იცოდეს, რომ ნატოს ტერიტორია ურღვევია. ჩვენ მის თითოეულ მტკაველს დავიცავთ“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ სანქციების გამკაცრების გამო რუსულ ეკონომიკაში დაბანდებულ დასავლეთის ინვესტიციებს გადახედავს. კრემლი დასავლეთს სანქციებზე „მტკივნეულ“ პასუხს პირდება. ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების გამო რუსეთმა ის უკრაინის შიდა პოლიტიკის უცოდინრობაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირის სანქციები ადგილობრივთა ნეონაცისტურ ქმედებას აქეზებს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო ქმედებების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

Your browser doesn’t support HTML5