ყირიმზე კიევის "ატაკამსებით" თავდასხმის გამო, რუსეთი აშშ-ს შურისძიებას ჰპირდება

კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა შეერთებული შტატები ყირიმზე თავდასხმაში, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მოწოდებული ATACMS რაკეტების გამოყენებით. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 151 კი - დაშავადა. მოსკოვმა ოფიციალურად გააფრთხილა აშშ-ის ელჩი, რომ ამას შურისძიება მოჰყვება.

ასევე ნახეთ: პესკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინა იცვლება

”თქვენ უნდა ჰკითხოთ ჩემს კოლეგებს ევროპაში და უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონში, პრესმდივნებს, რატომ ხოცავენ მათი მთავრობები რუს ბავშვებს. უბრალოდ დაუსვით მათ ეს კითხვა,” - განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, თავდასხმის შესახებ.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, კვირას, სევასტოპოლზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ბავშვი დაიღუპა.

რუსეთი აცხადებს, რომ იარაღი შეერთებული შტატების მიწოდებულია, ხოლო ამერიკელმა სამხედრო სპეციალისტებმა იარაღის დამიზნებასა და მოანცემების შეგროვებაზე იმუშავეს.

არც უკრაინას და არც შეერთებულ შტატებს, თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ .

უკრაინის ომმა ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია რუსეთსა და დასავლეთს შორის, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონფლიქტი დღემდე ყველაზე საშიში ესკალაციის ფაზაში შედის.