ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბასი კიევში ჩავიდა


კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი ჩავიდა. მას კიევში შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი დახვდა და ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ბრინკის თქმით, ჯონ ბასი უკრაინის მთავრობის წევრებსა და პარტნიორებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ბრძოლაში, რუსეთის უკანონო აგრესიის წინააღმდეგ.

ჯონ ბასი გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც შეერთებული შტატების ელჩად რამდენიმე ქვეყანაში მსახურობდა. სხვადასხვა წლებში ის მივლენილი იყო საქართველოში, ავღანეთსა და თურქეთში.

მარიუპოლელი ტყვეების შინ დაბრუნებას უკვე წლებია ელიან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00

XS
SM
MD
LG