ვოლგოგრადის აფეთქებების კვალზე

რუსეთში გასულ თვეში მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეში მონაწილეები ამოიცნეს
რუსეთის პოლიციამ ვოლგოგრადის აფეთქებების ორგანიზატორი ორი თვითმკვლელი ტერორისტი ამოცნო. ასევე დაპატიმრებულია მათი 2 თანამზრახველი, რომელთაც ბრალად გასულ თვეში მომხდარ ტერორისტულ აქტებში თანამონაწილეობა ედებათ.

ამოცნობილი არიან ასკერ სამედოვი და სულეიმან მაგომედოვი, რომლებიც, ოფიციალური წყაროების მიხედვით დაღესტანში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ. ოთხშაბათს დაღესტანშივე განხორციელდა ეჭვმიტანილების -მაგომედნაბის და ბატიროვის- დაპატიმრება.

ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებს 34 ადამიანი შეეწირა. მოგვიანებით, აფეთქების ორგანიზატორების მიერ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი შეიცავდა მუქარას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოსალოდნელი იერიშების შესახებ.