ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებების სერია ვოლგოგრადში


ეს უკვე მეორე აფეთქებაა, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ არის განხორციელებული

რუსული ოფიციალური წყაროების მიხედვით, დღეს ვოლგოგრადში მომხდარ ტროლეიბუსის აფეთქებაში სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ეს უკვე მეორე აფეთქებაა, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ არის განხორციელებული. ასაფეთქებელი მოწყობილობა რამდენიმე საათით ადრე ქალაქის რკინიგზის ცენტრალური სადგურის შესასვლელში რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას თქმით, ორი თვითმფინავი სრულ მზადყოფნაშია, თუკი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების გადაყვანა გახდა საჭირო. კითხვაზე, თუ როგორ არიან ამჟამად დაშავებულები, სკვორცოვა პასუხობს: „ამ მომენტისთვის ძნელია თქმა, მაგრამ ყველა ცუდ მდგომარეობაშია, დამწვრობებით და აფეთქებისთვის დამახასიათებელი სხვა ტიპიური ჩივილებით“.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. იერიშები სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე განხორციელდა. სოჭი ვოლგოგრადიდან დაახლოებით 650 კილომეტრში მდებარეობს. ისლამისტური დაჯგუფებები რამდენიმე ხნის წინ ზამთრის თამაშების ჩაშლის მუქარას ავრცელებდნენ. ჯერ კიდევ ივლისში, ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტი ამბოხებულების ლიდერმა დოკუ უმაროვმა განცხადება რუს მოქალაქეებზე იერიშის მიტანის მორატორიუმის მოხსნის შესახებ გააკეთა, რომელიც ძალაში ერთი წლის წინ შევიდა. კრემლის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა კონტრტერორისტულ ორგანიზაციას ვოლგოგრადში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG