ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მუქარის ვიდეოჩანაწერს სწავლობს


ჯერჯერობით ვერ ზუსტდება, თუ როდის დამზადდა ვიდეოფირი, რომელიც დაღესტანში მოქმედმა სამხედრო დაჯგუფებამ გამოაქვეყნა

რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურები იმ ვიდეოფირს სწავლობენ, რომელიც ისლამისტური დაჯგუფების მიერ გამოქვეყნდა. ჩანაწერის ავტორები პასუხისმგებლობას იღებენ დეკემბერში, ვოლგოგრადში განხორციელებულ თავდასხმებზე. ამავე ვიდეოს ავტორები სოჭის ოლიმპიადის დროს თავდასხმებით იმუქრებიან.

ვიდეოჩანაწერში ნათქვამია, რომ ოლიმპიადის მასპინძლებს ისინი სიურპრიზს უმზადებენ და ორგანიზატორები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოფირი კვირას დაღესტანში მოქმედი სამხედრო დაჯგუფების მიერ გამოქვეყნდა. ჯერჯერობით ვერ ზუსტდება, თუ როდის დამზადდა ის.
XS
SM
MD
LG