უკრაინამ გაეროს უმაღლეს სასამართლოს ჰააგაში უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი გაამართლა „საშინელი სიცრუით“, თითქოს მოსკოვის შეჭრა სავარაუდო გენოციდის შესაჩერებლად იყო გამიზნული.
უკრაინის წარმომადგენელმა ანტონ კორინევიჩმა მოსამართლეებს უთხრა: „საერთაშორისო საზოგადოებამ გენოციდის შესახებ კონვენცია დაცვის მიზნით მიიღო, რუსეთი გენოციდის კონვენციას ნგრევისთვის იყენებს”.
ასევე ნახეთ: უკრაინის რადამ "რაშიზმი" რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიად ცნომან მოსამართლეებს მოუწოდა გადაწყვიტონ, რომ საქმის მოსასმენად სრული იურისდიქცია გააჩნიათ და როდესმე დაადგინონ, რომ ყალბი მიზეზით თავდასხმისთვის რუსეთმა რეპარაციები უნდა გადაიხადოს.
„შეუძლია სახელმწიფოს გენოციდის ყალბი ბრალდება გამოიყენოს მიზეზად, რათა გაანადგუროს ქალაქები, დაბომბოს სამოქალაქო მოსახლეობა და ბავშვების საკუთარი სახლებიდან დეპორტაცია მოახდინოს? როდესაც გენოციდის შესახებ კონვენციას ასეთი ცინიზმით ბოროტად იყენებენ, ეს სასამართლო უძლურია? ამ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს ,არა’, “ თქვა კორინევიჩმა.
ორშაბათს, რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოს დაჟინებით მოუწოდა საქმე წარმოებაში არ მიიღოს და აცხადებს, რომ კიევის იურიდიული არგუმენტები „უიმედოდ ნაკლოვანია“.
უკრაინა ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის 2014 წლიდან რუსების მიერ მხარდაჭერილ ძალებს ებრძოდა, გენოციდის რისკი არ იყო. კონვენცია გენოციდს განმარტავს როგორც დანაშაულს, რომელიც ჩადენილია „განზრახვით, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, როგორც ასეთი."