კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინა შესაძლოა გაუთვლელად და საშიშად მოიქცეს, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტში. რუსეთმა გამოხატა შეშფოთება, რომ ამერიკა-უკრაინის მეგობრობა, რუსეთთან დაპირისპირებითაა განპირობებული.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები „მტკიცედ უჭერს მხარს“ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ვაშინგტონმა კიევს ახალი დახმარების სახით 60 მილიონი დოლარი შესთავაზა.
უკრაინელი სამხედროები რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს ქვეყნის აღმოსავლეთში 2014 წლიდან ებრძვიან. კონფლიქტმა ამ დრომდე 14,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი და ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრას გამართავენკრემლის პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, გამოხატა შეშფოთება კიევისთვის ამერიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო დახმარებაზე. განცხადება ვლადივოსტოკში ჟურნალისტებთან საუბრისას გაკეთდა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს გაუთვლელი ქმედებები უკრაინის მხრიდან იმ კუთხით, რომ ეცადონ... უკრაინის კონფლიქტი... ძალით გადაჭრან. ეს ძალიან სახიფათოა“, - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე გამოხატა რუსეთის უკმაყოფილება, კიევის გადაწყვეტილებით, რომ გახდეს ნატოს - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის - წევრი.
ასევე ნახეთ: აშშ-უკრაინას შორის სტრატეგიული თავდაცვის ხელშეკრულება გაფორმდაზელენსკიმ ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. კიევი აცხადებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემაკავებელია რუსეთის წინააღმდეგ. ნატოში კი ამბობენ, რომ კიევმა დამატებით პოლიტიკური რეფორმები უნდა გაატაროს, სანამ გახდება ალიანსის წევრი.
წლის დასაწყისში, რუსეთმა, უკრაინის საზღვართან ათიათასობით სამხედრო განათავსა, რამაც კიევის და დასავლეთის შეშფოთება გამოწვია.