რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმის ახალი ტალღა დაიწყო

23 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით ინტენსიური დარტყმების კიდევ ერთი სერია დაიწყო. ამავე დროს, ბრიტანეთი აცხადებს, რომ დაასრულა 200 უკრაინელი პილოტის სწავლება, რომლებიც F-16 გამანადგურებლებით იფრენენ. დასავლელმა მოკავშირეებმა თვითმფრინავები კიევს ანტისაჰაერი თავდაცვის გასაძლიერებლად მიაწოდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ქვეყნის 12 რეგიონში უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 81 დრონიდან 57 ჩამოაგდო. კიდევ 15 დრონი უკრაინის ტერიტორიის თავზე დაიკარგა.

ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს

საჰაერო ძალების „ტელეგრამ“ არხზე დაიწერა, რომ რუსული დრონები ოდესის, მიკოლაივის, ვინიცის, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპილის, კიროვოჰრადის, კიევის, პოლტავის, ჩერნიჰივის და ხარკივის თავზე ჩამოაგდეს. იქვე განმარტებულია, რომ რუსეთმა ოდესის წინააღმდეგ შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. რაკეტა ჩამოაგდეს თუ არა, ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინაში არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურას გამუდმებით ბომბავს, ეს სამოქალაქო მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს და მნიშვნელოვანი მატერიალურ ზიანს იწვევს.