კრემლი ახალი რუსული წყალქვეშა ნავების ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვას გეგმავს

რუსეთი ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავების გამოშვებას აანონსებს, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტებით იქნება აღჭურვილი. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“, ამ თემაზე, რუსეთის უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან ჩწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში, ალექსეი რახმანოვი განმარტავს, რომ წყალქვეშა ნავების მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

Your browser doesn’t support HTML5

ახალი შვედური წყალქვეშა გემი "გოტლანდ ეი26“

„იესენ-ემის პროექტი სხვადასხვა ტიპის დანიშნულების ბირთვულ წყალქვეშა ნავებს მოიცავს, რომლებიც "ცირკონის" სარაკეტო სისტემებით აღიჭურვება“, - ამბობს რახმანოვი.

ასევე ნახეთ: რუსული "კინჯალი" ამერიკული "პატრიოტების" წინააღმდეგ

2023 წლის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბირთვული ძალების გასაძლიერებლად, რუსეთი "ცირკონის" რაკეტების წარმოების ზრდას გეგმავდა.

კრემლის მიზანია, ახალი რუსული წყალქვეშა ნავებით, საბჭოთა კავშირის დროინდელი გემები ჩაანაცვლოს. ეს რუსული ფლოტის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, ამბობს რახმანოვი.