საცდელი რაკეტები ბირთვული ქობინების გადამტანია და მათი გასროლა გრძელი რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენით მოხდა
რუსეთმა ბირთვული ქობინების გადამტანი ორ საცდელი რაკეტა გაუშვა. ეს იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნატოს თავდაცვით სარაკეტო ფართან დაკავშირებით არსებობს.
რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, გასროლა გრძელი რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენით განხორციელდა. მათივე თქმით, რაკეტების გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებას ხშირად აქვს ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება.