რუსეთმა, სომხეთს გაზმომარაგება ოთხი დღით გაუთიშა. „გაზპრომ სომხეთის“ განცხადებით, მიზეზი მილსადენზე დაგეგმილი სამუშაოებია.
ამას წინ უსწრებდა გაეროში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ახლა უკრაინის, მანამდე კი საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ. დოკუმენტს, რუსეთის მიმართ „მეგობრულად განწყობილი“ ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის სომხეთმა, ხაზახეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ მხარი დაუჭირა.
ასევე ნახეთ: ჩინეთმა რეზოლუციას, რომელშიც რუსულ აგრესიაზეა საუბარი მხარი დაუჭირარუსეთი სომხეთისთვის გაზის მთავარი მიმწოდებელია. გასულ წელს ქვეყანამ რუსეთიდან 2,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
განცხადებაში "გაზპრომ სომხეთი", რუსეთის სახელმწიფო გაზის გიგანტის, გაზპრომის (GAZP.MM) შვილობილი კომპანია ამბობს, რომ იგი დროებით აჩერებს გაზის ექსპორტს პირველი მაისიდან, 4 მაისის ჩათვლით.
კომპანიის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს "ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია" გაზსადენის მონაკვეთზე, რუსეთის სამხრეთ სტავროპოლის რეგიონში და რომ ის გამოიყენებს რეზერვებს სომხეთში მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების გასაგრძელებლად.