6 დეკემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მომარაგების კვანძ პოკროვსკის სიახლოვეს სოფელი დაიკავა. რუსეთმა კიდევ ერთი სოფელი ინდუსტრიულ ქალაქ კურახოვეს სიახლოვეს დაიპყრო და ამით აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ორ საკვანძო ადგილზე პლაცდარმი მოიპოვა.
მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში თვეების განმავლობაში წინ მიიწევდა, იყენებდა რა თავის უპირატესობას უფრო ნაკლებად შეიარაღებული უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ: რუსეთი ამბობს, რომ პოკროვსკისთან ახლოს მდებარე დასახლებას აკონტროლებსმოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულმა საჯარისო დანაყოფებმა აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში სუხი იალი და პუსტინკა „დასახლებული პუნქტები გაათავისუფლეს“.
სუხი იალი, კურახოვედან სამხრეთ დასავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრითაა დაშორებული. კურახოვე სტრატეგიული ინდუსტრიული ქალაქია და იმ რეზერვუარის ნაპირზეა განლაგებული, რომლის ალყაში მოქცევასაც მოსკოვი ცდილობს.
პუსტინკა პოკროვსკის სამხრეთით მდებარეობს. ის სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკვეთაზე მდებარე ლოგისტიკური კვანძია, რომელიც ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალების მომარაგებას ემსახურება.