მოსკოვის და დამასკოს წინააღმდეგობრივი განცხადებები

ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს არ მიაწოდოს ჰაერსაწინაღო რაკეტები სირიის რეჟიმს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვს ჯერ არ მიუწოდებია სირიის მთავრობისთვის S-300 ტიპის თანამედროვე ჰაერსაწინაღო რაკეტები.
რუსეთის ხელისუფლების კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებას დამასკოს მიერ აღნიშნული შეიარაღების პირველი პარტიის მიღების შესახებ.
ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს არ მიაწოდოს ჰაერსაწინაღო რაკეტები სირიის რეჟიმს, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მის თავდაცვისუნარიანობას.