ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია და აშშ რუსეთის თავშეკავებისკენ მოუწოდებენ


კერიმ და ვესტერველემ რუსეთის მიერ სირიისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემაზე ისაუბრეს

აშშ-ი და გერმანია რუსეთს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის რეჟიმისთვის ანტისაჰაერო სისიტემების მიყიდვისგან.
პარასკევს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გვიდო ვესტერველეს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ასადის მთავრობის იარაღით მომარაგება სირიაში სამოქალაქო ომს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.
კერიმ ასევე დასძინა, რომ სირიისთვის S-300 ტიპის სისტემის გადაცემა ისრაელს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
XS
SM
MD
LG