ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა მოსკოვს სირიისთვის რაკეტები არ მიუწოდებია


„ინტერფაქსი“ სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ ანონიმურ წყაროს იმოწმებს

რუსეთის მედიის ცნობით, მოსკოვს სირიისთვის ანტისაჰაერო რაკეტები ჯერ არ გადაუცია და შესაძლოა რამდენიმე თვე კიდევ არ გადასცეს. ამის შესახებ ცნობას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. თავის მხრივ, „ინტერფაქსი“ სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ ანონიმურ წყაროს იმოწმებს. ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სექტემბრის დასაწყისში მიაწვდის. ხუთშაბათს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მან რუსეთისგან ახალი შეიარაღება მიიღო და ის ისრაელს შეტევის განხორციელების შემთხვევაში საპასუხო იერიშით დაემუქრა. რუსეთი აცხადებს, რომ სირიის მთავრობისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა, ქვეყანას უცხო ქვეყნების ინტერვენციისგან დაიცავს.
XS
SM
MD
LG