რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში ე.წ. „რეგიონული არჩევნები“ 10 სექტემბერს დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: უკრაინა კონტრიერიშის ფარგლებში მცირე წინსვლის შესახებ იუწყებაკიდევ ერთი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, სექტემბერში ე.წ. არჩევნების გამართვას შესაძლებლად გამიხილავს.
რუსეთი სრულად არ აკონტროლებს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებს, თითოეულ მათგანში ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. რუსეთმა უკრაინის ეს რეგიონები საკუთარ ტერიტორიბად გამოაცხადა გასული წლის სექტემბრის შემდეგ, როცა იქ ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. კიევი და დასავლეთი აცხადებს, რომ ეს ე.წ. რეფერენდუმები უკანონოა.
ასევე ნახეთ: პრიგოჟინი კვლავ უარს ამბობს რუსეთის სარდლობასთან თანამშრომლობაზე