რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ბულგარეთიდან 70 დიპლომატის გაძევებას მსგავსივე ჟესტით უპასუხებს.
ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას თქმით, ის მოსთხოვს ცენტრალურ მთავრობას, რომ გაძევებების საპასუხოდ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, რუსეთის საელჩო დახუროს.
ასევე ნახეთ: ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს28 ივნისს, ბულგარეთმა რუსი დიპლომატები გააძევა. ოფიციალური პირების თქმით, ისინი ბულგარეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. მათ ქვეყნის დასატოვებლად დროს 3 ივლისამდე მისცეს.
ბულგარეთი ნატოს და ევროკავშირს წევრ ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც ასეთი დიდი რაოდენობით რუსი დიპლომატები გააძევა. ასევე, სოფია შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციების, უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომის საპასუხოდ.