რუსეთი აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს "ახალი სტარტის" ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ლიმიტებს. შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ის ასევე გააგრძელებს ამერიკის შეტყობინებას ბირთვული ქობინების განლაგებაში ცვლილებების თაობაზე, აცხადებს რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირი.
მას შემდეგ, რაც 21 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკასთან დადებულ, "ახალი სტარტის" სახელით ცნობილ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას ტოვებს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ მიღებული გადაწყვეტილება სწრაფად დაამტკიცა. პუტინმა დასავლეთი უკრაინაში მისი "სტრატეგიული დამარცხების" მცდელობაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ: მარცხისა და სისუსტის ნიშანი - ექსპერტები პუტინის ბირთვულ მუქარაზეთუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი ევგენი ილინი აცხადებს, რომ რუსეთი იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ბირთვული იარაღის საკითხებში ორ ბირთვულ სუპერ-სახელმწიფოს შორის შეთანხმებული შეზღუდვების დაცვას. აღნიშნული განცხადება ილინმა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში გამოსვლის დროს გააკეთა.
ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტი" აგრძელებს. მისი ცნობით, ილინმა ეს განცხადება სარაკეტო სისტემებთან და სტრატეგიულ საჰაერო ბომბდამშენებთან დაკავშირებით გააკეთა. ამას გარდა, გენერალ-მაიორის თქმით, რუსეთი ასევე გააგრძელებს ვაშინგტონის შეტყობინებას ბირთვული ქობინების განლაგებაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რათა მოხდეს "ყალბი განგაშის პრევენცია, რაც აუცილებელია სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის".