რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი მარიუპოლში ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან, საქმოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით, ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დერეფანი მოსკოვის დროით 25 აპრილს, 14:00 საათზე გაიხსნება.
ასევე ნახეთ: უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულება იზრდება, აცხადებს გაერო2022 წლის 25 აპრილს რუსეთის ჯარი "მოსკოვის დროით 14:00 საათიდან ცალმხრივად შეაჩერებს ნებისმიერ საომარ მოქმედებას, გაიყვანს დანაყოფებს უსაფრთხო მანძილზე და უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, აზოვსტალის მიწისქვეშა სივრცეებში, 1000-მდე სამოქალაქო პირი აფარებს თავს.
კიევმა აქამდე რამდენჯერმე მოუწოდა მოსკოვს, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფანის შექმნა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
ასევე ნახეთ: სენატორი ქუნსი: „აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი“