შვეიცარიაში არსებულმა სასამართლომ, შეცვალა გადაწყვეტილება რუსეთისთვის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით. 4-წლიანი შეზღუდვა 2 წლამდე შემცირდა. აკრძალვის მიზეზი კი სახელმწიფოს მიერ დაფინანასებული დოპინგის პროგრამა იყო. გადაწყვეტილების შეცვლის მიუხედავად, ქვეყანა, კვლავ ვერ მიიღებს მონაწილეობას ტოკიოს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაში.
გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, რუსეთი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა მსოფლიო დონის შეჯიბრებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ზოგიერთ რუს სპორტსმენს, საშუალება ექნება დამოუკიდებელი მონაწილის სტატუსით მიიღოს შეჯიბრებებში მონაწილეობა, მაგრამ ორგანიზატორები არც ქვეყნის ჰიმნს გააჟღერებენ და არც დროშას გამოფენენ.
ასევე ნახეთ: "ვის სჭირდება ის" - პუტინი ნავალნის საქმეში, აშშ-ის კვალზე საუბრობსმსოფლიოს დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტომ რუსეთს შეზღუდვა გასულ წელს დაუდგინა. მოსკოვმა ბრალდებები უარყო და სააგენტოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ჩანდა ის მიზეზები და არგუმენტები, რითიც სამი არბიტრისგან შემდგარმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთისთვის შეზღუდვა შეემცირებინა. დაბნეულობა იმანაც გამოიწვია, რომ სასამართლო, ძირითადად, ეთანხმებოდა იმ არგუმენტებს, რომელიც მსოფლიოს დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტოს ჰქონდა.