გაეროში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის საფუძველი არ არსებობს. შეთანხმების მიმდინარე ვადა 18 ივლისს ამოიწურება. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „იზვესტია“ ავრცელებს.
გამოცემასთან ინტერვიუში, ჟენევის გაეროს ოფისში რუსეთის წარმომადგენელი, გენადი გატილოვი აცხადებს, რომ შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ, რუსეთის პირობების შესრულება „შეჩერებულია“. პირობები, რომლებზეც გატილოვი საუბრობს, ასევე მოიცავდა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის (როსლეხოზბანკის), SWIFT-ის საბანკო გადახდის სისტემასთან კავშირის აღდგენას.
ასევე ნახეთ: რუსეთი აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე 700,000 უკრაინელი ბავშვი გაიყვანა„პოზიტიური ცვლილების იმედით, რუსეთმა შეთანხმება არაერთხელ გაახანგრძლივა. თუმცა, ის, რასაც ახლა ვხედავთ, არ გვაძლევს საფუძველს სტატუს კვოს შენარჩუნებას დავთანხმდეთ“ - ამბობს „იზვესტიასთან“ საუბრისას გაეროში რუსეთის წარმომადგენელი.
შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის 2022 წლის 26 ივნისს დაიდო. შეთანხმების მიზანი, გლობალური სურსათის კრიზისის პრევენცია იყო. ამისთვის აუცილებელი იყო, რუსეთს უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გარანტიები გაეცა.
რუსი დიპლომატი, ამ პროცესს „ახალი სტარტის“ შეთანხმებას უკავშირებს. ეს არის აშშ-ისა და რუსეთს შორის დარჩენილი უკანასკენლი შეთანხმება იარაღის კონტროლის შესახებ, რომელიც ქვეყნების სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს ზღუდავს. ატილოვმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში „საღი აზრი გაიმარჯვებს" და „ახალი სტარტის“ შეთანხმების უკან გაწვევის განხილვა საჭირო არ გახდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობა დროებით შეაჩერა, ორივე ქვეყანამ პირობა დადო, რომ შეთანხმებით განსაზღვრული შეზღუდვების დაცვას გააგრძელებდნენ. ამასთან, მოსკოვი და ვაშინგტონი ამ საკითხზე, „პირდაპირ კონტაქტს“ ინარჩუნებენ.
გატილოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია და თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა სრულად დაუბრუნდეს „ახალი სტარტის“ შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის მიყენების დესტრუქციულ კურსს“ შეაჩერებს. მან ასევე დასძინა, რომ მოსკოვი შესაძლოა მზად იყოს, ახალი მოლაპარაკების დასაწყებად.
ასევე ნახეთ: მედვედევი: უკრაინასთან ომი "მუდმივად", დასავლეთთან დაპირისპირება კი ათწლეულები გაგრძელდება„ვისურვბებდი შევძლოთ დავიწყოთ ხელშეკრულების განხილვა, რომელმაც შესაძლოა 2026 წლის თებერვლის შემდეგ, „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება ჩაანაცვლოს“ - თქვა გატილოვმა.
„ახალ სტარტს“ ხელი 2010 წელს მოეწერა და მისი ვადა 2026 წელს იწურება.
ამასთან, გატილოვმა „იზვესტიას“ განუცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის, მაგრამ მისი თქმით, ამის პერსპექტივა ახლა ბუნდოვანია.