პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, შაბათს, რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა და ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა. დააკავეს ნავალნის მეუღლეც, იულია.
ნავამლიმ საკუთარ მხარდამჭრებს, მისი დაკავების შემდეგ, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ კოვიდ-19-ის მიზეზებით, ეს არასანქცირებული აქცია იყო.
მოსკოვში, „როიტერის“ ინფორმაციით 40,000 ადამიანი შეიკრიბა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტია უკანასკნელი წლების განმავლობაში.
ასევე ნახეთ: მილოვი ნავალნის განცხადებებზე: რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობსნავალნი რუსეთში 5 თვის თავზე, გერმანიაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ დაბრუნდა. ის აგვისტოში სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ის 17 იანვარს, ბერლინიდან მოსკოვში ჩაფრენისას დააკავეს.
ასევე ნახეთ: ნავალნი "შერემეტიევოს" აეროპორტში საპასპორტო კონტროლზე დააკავესგასული წლის 29 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი ავად თვითმფრინავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე გახდა. პილოტი იძულებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, რომელიც ომსკი აღმოჩნდა. ომსკის საავადმყოფოდან, განმეორებითი მოთხოვნების შემდეგ, 44 წლის ნავალნი, 2 დღის თავზე, გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" ეცადნენ. ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.