რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დღეს მოსკოვში ჩავიდა. თვითმფრინავი, რომელზეც ნავალნი იმყოფებოდა, მოსკოვში ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაჯდა. საპასპორტო კონტროლთან, პოლიციამ ნავალნი დააკავა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა მიზეზით და მისცემენ თუ არა მას აეროპორტის დატოვების უფლებას.
ნავალნი 5 თვე გერმანიაში იმყოფებოდა. ის იქ ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ, იქ სარებილიტაციო კურს გადიოდა.
ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების გეგმებზე გასულ კვირას განაცხადა. მისი თვითმფრინავი, რომელიც ბერლინიდან აფრინდა, რუსეთში, "ვნუკოვოს" აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, თუმცა თითქმის ერთსაათიანი დაგვიანების და მოსკოვის გარშემო რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ, საბოლოოდ თვითმფრინავი "შერემეტიევოს" აეროპორტში დაჯდა.
"ვნუკოვოს" აეროპორტში ნავალნის მხარდამჭერები ელოდნენ. ადგილზე პოლიციამ რამდენიმე მისი მხარდამჭერი დააკავა. „რადიო თავისუფლების“ პროგრამის „რეალური დრო“ მიხედვით, მოსკოვში გადაკეტეს" შერემეტიევოსკენ" მიმავალი გზები.
„მე არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ არაფრის გეშინოდეთ“, - განუცხადა ნავალნიმ ჟურნალისტებს, თვითმფრინავის დატოვების შემდეგ და საპასპორტო კონტროლის გავლამდე. „რადგან მე მართალი ვარ“, - თქვა მან. ნავალნიმ ბოდიში მოუხადა სხვა მგზავრებს, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.
გასული წლის, 29 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი ავად თვითმრიფნავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე გახდა. პილოტი იძლებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, რომელიც ომსკი აღმოჩნდა. ომსკის სააავადმყოფოდან, განმეორებითი მოთხოვნების შემდეგ, 44 წლის ნავალნი, 2 დღის თავზე, გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით თქვეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" ეცადნენ. ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
Facebook Forum