ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოწამლვიდან ხუთი თვის შემდეგ, ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. ფოტო ამოღებულია Instagram-ზე დადებული მისი პოსტიდან @Navalny, 13 იანვარი, 2021, გერმანია
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. ფოტო ამოღებულია Instagram-ზე დადებული მისი პოსტიდან @Navalny, 13 იანვარი, 2021, გერმანია

რუსეთის მთავრობის აქტიური და ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში ამ უქმეებზე დაბრუნდება. ნავალნი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის სპეც-სამსახურებმა ის ტომსკში მოწამლეს.

"კითხვა 'დავბრუნდე თუ არა', არასოდეს იდგა ჩემ წინაშე, რადგან მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. გერმანიაში ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში მოვხვდი. შაბათს, 17 იანვარს შინ დავბრუნდები, გამარჯვების რეისით", - დაწერა ნავალნიმ "ტვიტერზე" 13 იანვარს.

ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე ცუდად გახდა და გონება დაკარგა. თავდაპირველად მას ხელოვნურად გამოწვეულ კომაში ციმბირის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ორ დღში კი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით ის გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ლაბორატორიებმა სამ ევროპულ ქვეყანაში - ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასტურით - დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით. ამ დასკვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს ოფიციალურ პირს და "სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს".

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნავალნის სხეულზე საწამლავის კვალი არ იყო აღმოჩენილი მის გერმანიაში გამგზავრებამდე და უარს ამბობს ინციდენტის გამოძიებაზე. ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

გასულ თვეში რუსეთის საპატიმროთა ფედერალურმა სამსახურმა ნავალნის უთხრა, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო გერმანიიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში მას რუსეთში პატიმრობა ემუქრებოდა. კრემლი აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ ყოფნით, ნავალნი 2014 წელს, თაღლითობის ბრალდებით გამოტანილი სასჯელის პირობებს არღვევს და გამოძიებისთვის თავის არიდებას ცდილობს. ნავალნი აცხადებს, რომ 2014 წლის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG