რუსეთში ახალი მთავრობაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოაცხადა, სადაც წინა პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის კაბინეტის ბევრმა წევრმა თანამდებობა შეინარჩუნა. იგორ შუვალოვი კვლავ ვიცე-პრემიერის პოსტზე იქნება და ეკონომიკურ პოლიტიკას უხელმძღვანელებს. ასევე ფინანსთა მინისტრის პოსტზე დარჩა ანტონ სილუანოვი. პოსტები შეიანარჩუნეს თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პირველ ვიცე-პრემიერად არკადი დვორკოვიჩის დანიშვნაა, რომელიც ენერგოპოლიტიკას და მრეწველობას უხელმძღვანელებს.