რუსეთი "ბრიქსის" პარტნიორებს მომავალ ორბიტულ სადგურზე მოდულს სთავაზობს

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ორშაბათს, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მოსკოვის „ბრიქსის“ პარტნიორებმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკამ, დაგეგმილი ორბიტული სადგურისთვის მოდული შექმნან.

ასევე ნახეთ: წარუმატებელი რუსული კოსმოსური პროექტი

სამხრეთ აფრიკის ჰერმანუსიდან რეპორტაჟში, სადაც „ბრიქსის“ კოსმოსში თანამშრომლობის თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობდა, „ინტერფაქსმა“ განაცხადა, რომ „სავარაუდოა“ რუსული ორბიტული სადგურის პირველი მოდულის მშენებლობა 2027 წელს დაიწყოს და 2032 წელს დასრულდეს. იმ დროისთვის, საერთაშორისო ორბიტული სადგური - ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უკანასკნელი ფორუმი, როდესაც უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ეს თანამშრომლობა ცივი ომის შემდეგ დაბალ დონეზე დაიყვანა - სავარაუდოდ ჩამოიწერება.

გასულ აგვისტოში „როსკოსმოსმა“განაცხადა, რომ ახალი ორბიტული სადგური ექვსი მოდულისგან და მომსახურე პლატფორმისგან იქნება შედგენილი, რომელიც ოთხამდე კოსმონავტს დაიტევს და ორი ფაზის განმავლობაში აშენდება, თუმცა სააგენტოს თარიღები არ დაუსახელებია.

„როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა ბორისოვმა სექტემბერში თქვა, რომ სადგური დედამიწის პოლუსების გარშემო ორბიტაზე იფრენს და საშუალება ექნება რუსეთის დიდი ტერიტორიის უფრო მეტ ნაწილებს დააკვირდეს და კოსმოსური რადიაციის შესახებ ახალი მონაცემები შეაგროვოს.