ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთის პროკურატურა ნავალნის ექვს-წლიან პატიმრობას ითხოვს
რუსი პროკურორები სასამართლოსგან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ექვს-წლიან პატიმრობას ითხოვენ.

პროკურორმა სერვეი ბოგდანოვმა ქალაქ კიროვის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ნავალნის 30, 000 დოლარის ოოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისროს.

ნავალნის ბრალად ედება გუბერნატორის მრჩევლად მუშაობის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიიდან ხუთასი ათასი დოლარის ღირებულების ხე-ტყის გაფლანგვა.

ბრალდებული, რომელიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ედგა სათავეში, აცხადებს, რომ ბრალდებები შურისძიების მიზნით შედგა და მისი კრიტიკის ჩახშობას ისახავს მიზნად.