შეერთებული შტატები აცხადებს, რომ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს გააგრძელებს. ამ განცხადებას წინ უძღოდა სირიაში რუსეთის პირველი საჰაერო შეტევა და მოწოდება, რომ ამერიკულ ავიაციას თავი შეეკავებინა სირის საჰაერო სივრცეში შესვლისგან.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის მეთაურობით კოალიცია თავის მისიას ერაყსა და სირიაში არსებული გეგმის მიხედვით გააგრძელებს.
რუსეთის პირველი საჰაერო შეტევის შესახებ განცხადება დღეს თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. რამდენიმე საათის წინ საჰაერო კამპანიის დაწყებას რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაუჭირა მხარი.
პენტაგონის ცნობით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთი სირიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიდა.
ორშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა სირიაში რუსეთის მზარდ როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი ასადისთვის დახმარებაზე უარის თქმა დიდი შეცდომაა.
ასადის მთავრობაში დარჩენაზე პუტინს და ობამას განსხვავებული პოზიციები აქვთ, გაეროში სიტყვით გამოსვლისას ობამამ ასადი მმართველობას უნდა ჩამოშორდეს.