ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ გაეროს 70-ე ასამბლეას მიმართა


დღესვე ობამა რუსეთის პრეზიდენტ - ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ბოლოს 2013 წელს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იქნება, ობამა პუტინს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გაეროში გენერალური ასამბლეის წინაშე წარსდგა. ობამამ ყურადღება დიპლომატიის და კოლექტიური მოქმედების მნიშვნელობაზე ასევე ახლო-აღმოსავლეთში ამერიკის ძალისხმევაზე გაამახვილა.

"თუ ჩვენ ვერ შევძლებთ შეთანხმებულად მუშაობს, ჩვენ ამის შედეგებისგან ვიზარალებთ. ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვიქნებით თუ ერთად ვიმუშავებთ," განაცხადა ობამამ.

70-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ობამამ უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა:

ჩვენ შორიდან ვერ ვუყურებთ, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ილახება. თუ ამას შედეგი არ მოყვება, იგივე შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში.
პრეზიდენტი ობამა გაეროს ასამბლეაზე

"ჩვენ შორიდან ვერ ვუყურებთ, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ილახება. თუ ამას შედეგი არ მოყვება, იგივე შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში," განაცხადა ობამამ, მისი თქმით სწორედ ეს იყო შეერთებული შტატებიs და მისი პარტნიორეbის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მიზეზი და "არა ცივ ომში დაბრუნება."

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სირიის კონფლიქტზე და ხაზი გაუსვა, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და ომით განადგურებული სირიის მხარდასაჭერად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

დღესვე ობამა რუსეთის პრეზიდენტ - ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ბოლოს 2013 წელს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იქნება, ობამა პუტინს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG