ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინისა და ობამას განსხვავებული ხედვები


გაერო, ნიუ-იორკი--

ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებმა 28 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების გადმოსაცემად გამოიყენეს. პრეზიდენტებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს ორ, დიდი ხნის განმავლობაში მძვინვარე კონფლიქტზე, კერძოდ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე.

თანამშრომლობის მოწოდებებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირიბად მოსკოვზე მიიტანა იერიში, როცა სირიაში მოსკოვის მონაწილეობაზე ისაუბრა. მას პრეზიდენტი პუტინი პირდაპირ არ დაუსახელებია. მან აგრეთვე გააკრიტიკა ძლიერი ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო კანონმდებლობას არ იცავენ.

მისი თქმით, "აშშ მზად არის ნებისმიერ სახელმწიფოსთან იმუშაოს, რუსეთისა და ირანის ჩათვლით, რათა კონფლიქტი მოაგვაროს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხანგრძლივი სისხლისღვრისა და მკვლელობების შემდეგ, ომამდელ სტატუს-კვოზე დაბრუნება შეუძლებელია." აშშ-ის ლიდერი უფრო პირდაპირი იყო უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას, აღნიშნა რა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოქმედებები საერთაშორისო წესრიგს ეწინაააღმდეგება. ამით მან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამართლა.ამერიკის პრეზიდენტმა, ამასთან, სირიაში ასადის რეჟიმიდან ახალ მმართველობამდე პოლიტიკური, გარდამავალი ეტაპის განხორციელებისკენ მოუწოდა.

ვლადიმირ პუტინმა ასამბლეას ორი საათის შემდეგ მიმართა. რუსმა ლიდერმა სირიის პრეზიდენტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დიდი შეცდომაა სირიის მთავრობასთან და შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. მან დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკა დაადანაშაულა ნატოს გაფართოებისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის "მცდარი არჩევანის-დასავლეთი ან აღმოსავლეთი-შეთავაზებისთვის".

პუტინმა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების სრული იმპლემენტაციისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG