რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, ნიკოლაი პატრუშევმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი ახლა უკრაინაში, ნატოს სამხედრო ალიანსს ებრძვის. მისი თქმით, დასავლეთი, რუსეთის პოლიტიკური რუკიდან წაშლას ცდილობს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს დიპლომატები განიხილავენ ფიგურად, რომელსაც ვლადიმირ პუტინზე განსაკუთრებული გავლენა აქვს და რომელიც, ბრძოლის ველზე განცდილი მთელი რიგი წარუმატებლობის მიუხედავად, მას გამარჯვებას ჰპირდება.
Your browser doesn’t support HTML5
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, არ არის შეტაკება მოსკოვსა და კიევს შორის - ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატოს შორის, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან“ - განაცხადა პეტრუშევმა რუსულ გამოცემა „არგუმენტებთან და ფაქტებთან“.
„დასავლელების გეგმებია, გააგრძელონ რუსეთის დაშლა და საბოლოოდ, იგი მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან წაშალონ“ - აცხადებს პეტრუშევი.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონმა უკრაინას დამატებით $3 მილიარდის დახმარება გამოუყოვაშინგტონი უარყოფს რუსეთის მტკიცებებს, თითქოს, შეერთებულ შტატებს, რუსეთის განადგურება სურს. პრეზიდენტი ბადიენი კი აცხადებს, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომმა, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.
პატრუშევის განცხადების კომენტირებისას, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო და შეერთებული შტატები, უკრაინის კონფლიქტის ნაწილია.
„დეფაქტო, ისინი უკვე გახდნენ ამ კონფლიქტის არაპირდაპირი მხარე, - უკრაინის იარაღით, ტექნოლოგიებით და სადაზვერვო ინფორმაციით დახმარებით“ - აცხადებს პესკოვი.
დასავლეთის საბჭოური ანალიზი
ყოფილი საბჭოთა ჯაშუში პატრუშევი, პუტინს 1970-იანი წლებიდან იცნობს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მისი შეხედულებები, კრემლის უმაღლეს დონეზე არსებულ წარმოდგენებსა და აზროვნებაზე, ნათელ სურათს ქმნის. დასავლეთის საბჭოთა სტილის ანალიზში, პატრუშევი დასავლურ პოლიტიკურ ელიტებს კორუმპირებული და ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ბიზნეს კლანების მიერ კონტროლირებადად წარმოაჩენს, რომლებიც მთელს მსოფლიოში, „ფერად რევოლუციებს“ გეგმავენ და ახორციელებენ.
ასევე ნახეთ: კრემლი: უკრაინისთვის დასავლური ჯავშანმანქანების მიწოდება, უკრაინელების "ტანჯვას გააღრმავებს"„ამერიკის სახელმწიფო, უზარმაზარი კორპორაციების კონგლომერატისთვის, რომლებიც ქვეყანას მართავენ და მსოფლიოზე დომინირებას ცდილობენ, მხოლოდ ჭურვია“ - თქვა პატრშევმა.
„ჩვენი ქვეყნის ადგილი დასავლეთში არ არის“ - ამბობს პატრუშევი. მისივე თქმით, რუსეთის მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტსა და ფინანსურ დამოუკიდებლობას; გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, ნებისმიერ პოტენციური აგრესორის შესაჩერებლად.
მისი თქმით, რუსული ბიზნესი და კერძო კაპიტალი, უფრო „ეროვნულად ორიენტირებული“ უნდა იყოს.
„ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ახალგაზრდა თაობა, შემოქმედებითი მუშაობის იდეებით უნდა იყოს შთაგონებული და დასავლური კორპორაციების ოფისებში არ უნდა ისხდნენ“ - აცხადებს პატრუშევი.