რუსული იარაღი ერაყში

კონტრაქტის თანახმად, ერაყი რუსეთისგან 4.2 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს შეისყიდის
რუსეთი ერაყთან იარაღით ვაჭრობის შესახებ ახალ ხელშეკრულებას დებს. კონტრაქტის თანახმად, ერაყი მისგან 4.2 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს შეისყიდის.

რუსეთის მთავრობამ აღნიშნული განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევისა და მოსკოვში ვიზიტით მყოფი მისი ერაყელი კოლეგის, ნური ალ-მალიკის შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთა. შეთანხმება სხვა დანარჩენთან ერთად, „პანცირ-ეს-1“ ტიპის ჰაერსაწინაღო სარაკეტო სისტემების და „მი-28“ სამხედრო ვერტმფრენების ექსპორტს ითვალისწინებს.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, ორმა მხარემ შეთანხმებას ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში რუსეთში ერაყის დელეგაციის ვიზიტის დროს მიაღწია. ოფიციალურ პირებს შორის მოსკოვს ერაყის თავდაცვის მინისტრი, სადუნ ალ-დულამიც სტუმრობდა. ერაყის დელეგაცია მას შემდეგ რუსეთში კიდევ ივლის-აგვისტოშიც იმყოფებოდა.