ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ისლამაბადის პოზიციას იცავს


ლავროვმა ისლამაბადში დღეს პაკისტანელ კოლეგასთან- ჰინა რაბანი ხართან შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა

რუსეთის განცხადებით, ის მხარს უჭერს ისლამაბადის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული დრონებით განხორციელებუოლი თავდასხმები პაკისტანში მყოფი ეჭვმიტანილი მეამბოხეების წინააღმდეგ, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადებით, მოსკოვს სჯერა, რომ არავის არ აქვს უფლება რომელიმე სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი დაარღვიოს. ლავროვმა ისლამაბადში დღეს პაკისტანელ კოლეგასთან, ჰინა რაბანი ხართან შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა.
XS
SM
MD
LG