რუსული ძალები უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკისკენ მიიწევს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი სასტიკ შეტევებს ახორციელებს ქალაქ პოკროვსკზე, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო პირებისთვის.

პოკროვსკის ფრონტზე ბრძოლები ყველაზე სასტიკი იყო აღმოსავლეთში, განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა და დასძინა, რომ უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 52 რუსული თავდასხმა მოიგერია.

ასევე ნახეთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინა კურსკის რეგიონზე დრონებით თავდასხმას აგრძელებს

პოკროვსკი, სატრანსპორტო კვეთის ადგილია. ომამდელ პერიოდში, მოსახლეობა იქ 61,000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს მთავარ გზაზე, რომელიც მიწოდების მნიშვნელოვანი მარშრუტია უკრაინის მიერ კონტროლირებადი სხვა პოსტებისთვის, როგორიცაა ქალაქები ჩასივ იარი და კოსტიანტინივკა, დონეცკის რეგიონში.

„დღეის მდგომარეობით, ქალაქი ფრონტის ხაზიდან 20 კმ-ით არის დაშორებული“, - განუცხადა სერჰი დობრიაკმა, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "რადიო თავისუფლებას".

ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული ჯარები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის გზას. შაბათს მოსკოვმა განაცხადა, რომ კონტროლი სოფელ ლოზუვაცკეზე აიღო, რომელიც პოკროვსკოდან, დაახლოებით, 6 კილომეტრში მდებარეობს. კიევს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დობრიაკმა თქვა, რომ პოკროვსკის ბევრი მცხოვრები ევაკუაციას აპირებს. მისი თქმით, ამჟამინდელი მოსახლეობა 60 000-ს შეადგენს, მათ შორის, 4 000 ბავშვია.

”მტრის თავდასხმების ყველაზე დიდი კონცენტრაცია იყო ჟელანისა და ნოვოლეკსანდრივკას გარშემო”, - თქვა უკრაინის გენერალურმა შტაბმა, ეს ორი სოფელი, პოკროვსკის აღმოსავლეთით მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ასევე აიღეს სოფლები პროჰრესი, ევგენივკა და ვოვჩე. სამივე დასახლება მდებარეობს პოკროვსკის აღმოსავლეთით. კიევს, ამ განცხადებაზე, კომენტარი არ გაუკეთებია.