რუსი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონზე დრონებით თავდასხმას აგრძელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული რამის განმავლობაში უკრაინიდან გაშვებული ცხრამეტი დრონი, რუსეთის საჰაერო სთავდაცვის სისტემებმა გაანადგურა. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელ "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა.
მსგავსი განცხადება გაავრცელა კურსკის გუბერნატორმა, ანდრეი სმირნოვმაც.
არც სმირნოვს და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ უთქვამთ, სულ რამდენი დრონი გაუშვა უკრაინამ კურსკის თავზე.
მეხანძრეები კვლავ ცდილობენ რეგიონში ნავთობის საწყობის ხანძრის ჩაქრობას, რომელიც შაბათს ღამით უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად გაჩნდა, თქვა სმირნოვმა.
მისი თქმით, თავდასხმებმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს მცირე ზიანი მიაყენა. რუსი ოფიციალური პირები იშვიათად ასახელებენ უკრაინის თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზარალს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთო ჯამში მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 დრონი გაანადგურა, რომლებიც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ღამით გაუშვა.
ცხრა დრონი განადგურდა ბელგოროდის რეგიონში, ხუთი ბრაიანსკის რეგიონში და სამი ვორონეჟისა და ლენინგრადის რეგიონებში, ყველა რუსეთის დასავლეთში, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.