კრემლმა უკრაინის პოლიტიკურ და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. რუსეთის მიერ შედგენილ სანქცირებულთა სიაში ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შვილი, ალექს პოროშენკოც აღმოჩნდა.
სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე ვასილ ხრისტაკი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, ყოფილი პრემიერები იულია ტიმოშენკო და არსენი იაცენიუკი, ბიზნესმენი ვიქტორ პინჩუკი და ბევრი სხვა.
რუსეთმა სანქციების თაობაზე განცხადება დღეს გამოაქვეყნა. განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აწერს ხელს. მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია "წინ აღუდგეს უკრაინის არამეგობრულ აქტივობებს რუსეთის მოქალაქეების და უწყებების მიმართ".