რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ, რომ მოსკოვში შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთეს. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ რუსეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა. სპეცოპერაციის დროს მოკლულია ერთი პირი, რომელიც არსებული ინფორმაციით, გეგმავდა თავდასხმას მოსკოვის ერთ-ერთი რაიონში.
საერთშორისო მედიის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლი იყო, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მოკლეს. ცეცხლი, როგორც ცნობილია, თავდაპირველად სამართალდამცავების მიმართ სწორედ მან გახნა.
ასევე ნახეთ: კადიროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სანქციებს უწესებსშემთხვევის ადგილიდან ამოღებულია შეიარაღება, მათ შორის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარა. თავდამსხმელი შუა აზიიდან არის და ის მოსკოვში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. ის 2 კვირის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის სირიაში აპირებდა წასვლას და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდა კავშირი. დაკავებულია თავდასხმაში ბრალდებულის ძმაც.