ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადიროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სანქციებს უწესებს


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს და მისი ოჯახის წევრებს, ახალი სანქციები დაუწესა და კადიროვის ქმედებები "ამაზრზენად" შეაფასა, კადიროვმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს სანქციები დაუწესოს.

ჩეჩნეთის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ თუ აქამდე მაიკ პომპეოს ჩეჩნეთში ეპატიჟებოდა, დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიწვევა გააუქმოს და მეტიც, ამერიკის სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს.

"მორჩა, მე მოწვევას ვაუქმებ. დღეიდან ამოქმედდება ყველა სანქცია, რის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა გვძლევს,"- განაცხადა რამზან კადიროვმა პრესკონფერენციაზე რომელსაც, 23 მედიასაშუალება აშუქებდა.

პრესკონფერენციამდე, კი კადიროვმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის შეიარაღებულია და დაწერა "ვიღებთ გამოწვევას ბრძოლაში. ეს ბრძოლა უფრო საინტერესო ხდება."

"მონსტრი" რომელიც ვერაფერ განსხვავებულს ვერ ეგუება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:18 0:00

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს და მის ოჯახს დამატებითი სანქციები დაუწესა, ვლადიმირ პუტინმა რამზან კადიროვი, 23 ივლისს გენერალ მაიორის სამხედრო წოდებით დააჯილდოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG