რუსეთმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ტყის ხანძრების გამო, რეკორდულად დიდი რაოდენობის ტყის მასივი დაკარგა. ორგანიზაცია "გრინფისის" ინფორმაციით, ხანძარმა მხოლოდ ერთ წელში, დაახლოებით, 18,13 მილიონი ჰექტარი სრულად გაანადგურა. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი რაოდენობით ტყის მასივი მანამდე რუსეთმა 2012 წელს დაკარგა. მაშინ ცეცხლმა 1 წელიწადში 18,1 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.
"გრინფისის" მონაცემებით, რუსეთში ერთ წელში განადგურებული ტყის ფართობი, დაახლოებით, ამერიკის შტატი ოკლაჰომის ზომისაა.
ასევე ნახეთ: პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გამოიძახაწლის განმავლობაში ხანძრები დაფიქსირდა ციმბირში, იაკუტიაში, რუსეთის ჩრდილო დასავლეთ კარელიაში, ვოლგის ცენტრალურ რეგიონში და სხვაგან. იაკუტიას ტყის ხანძრების დროს კვამლმა ჩრდილოეთ პოლუსამდე მიაღწია.
"გრინფისის" მონაცემებით ტყის ხანძრების რაოდენობის ზრდა რუსეთში კლიმატური ცვლილებებით არის განპირობებული.