20 ჩეხი დიპლომატი გააძევეს მოსკოვიდან მას შემდეგ, რაც ჩეხეთმა საბძროლო მასალების საწყობის აფეთქებაში, რუსი აგენტები დაადანაშაულა. 2014 წელს, აფეთქების შედეგად, ჩეხეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჩეხეთის ხელისუფლება კი ამ ყველაფრის მოწყობაში იმ ორ რუს აგენტს სდებს ბრალს, რომლებიც 2018 წელს, სკრიპალების მოწამვლაში არიან ბრალდებული.
შაბათს, პრაღიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების ბრძანება გამოიცა. ამის მიზეზი, როგორც ჩეხეთში განმარტავენ იყო "ამ პროვოკაციის ავტორების იძულება, რომ სრულად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის დანგრევით დაეკისრათ".
მოსკოვმა ჩეხ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად მხოლოდ ერთი დღე მისცა, როდესაც მანამდე გაძევებულ რუს დიპლომატებს ჩეხეთმა მოსამზადებლად და ქვეყნის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა დაუწესა.
ასევე ნახეთ: პუტინს საფასურის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინას ისევ შეუტევს - დენიელ ფრიდიჩეხეთის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ მათ უკვე შეატყობინეს დიპლომატების გაძევების შესახებ ნატოსა და ევროკავშირს.
ჩეხეთმა ორგანიზაციებს დიპლომატების გაძევების მიზეზებიც აუხსნა და უთხრა, რომ 2014 წლის აფეთქებაში, ორ რუს აგენტს სდებენ ბრალს.
დღეს, მოგვიანებით, ორგანიზაციებისა და ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ამ თემაზე შეხვედრა გაიმართება. რუსეთში აცხადებენ, რომ ჩეხეთის ბრალდებები აბსურდულია.
ჩეხეთში მიმდინარე მოვლენებმა, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩეხეთის დიპლომატების გაძევება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაძაბულობასთან ერთად. კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გასამწვავებლად.