ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს საფასურის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინას ისევ შეუტევს - დენიელ ფრიდი


უკრაინა-რუსეთს შორის ბოლო კვირების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი კატარინა რადოვიჩი დენიელ ფრიდს, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ესაუბრა. გამოცდილი დიპლომატი, ამერიკის ყოფილი ელჩი პოლონეთში, 2005-2009 წლებში ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მსახურებდა.

რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი უცერემონიოდ ცდილობს უკრაინის დაშინებას... რა უნდა იღონოს დასავლეთმა შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით?

ბაიდენის ადმინისტრაციამ და პირადად პრეზიდენტმა, დასავლეთის მოკავშირეებთან ერთად, რომელთა შორის აღსანიშნავია კანცლერი მერკელი, პრეზიდენტ პუტინს გარკვევით უთხრეს, რომ თუ ის შეეცდება უკრაინაზე იერიშის განახლებას, მას ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ხუთშაბათს დაწესებული სანქციები ამ გაფრთხილებას კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის. შეერთებულ შტატებს სანქციები და სხვა საშუალებებიც აქვს. მათ შორის, ამერიკას შეუძლია სანქცია დაადოს რუსეთის სახელმწიფო ბანკს და საინვესტიციო კაპიტალის გაზრდის საშუალება შეუზღუდოს რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანიებს. ამას გარდა, შეერთებულ შტატებს შეუძლია სანქციები დაუწესოს იმ რუსულ კომპანიებს, რომლებშიც პუტინის ოლიგარქთა წრე ფიგურირებს.

ამერიკას რუსეთთან სიფრთხილის გამოჩენა უწევს, რათა პასუხი გასცეს ძალის ღია დემონსტრაციის ზრდას და ამასთან გახსნილი ჰქონდეს დიპლომატიური კომუნიკაციის არხები. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ნატოს 30-ივე წევრმა გამოთქვა შეშფოთება, მაშინ როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოხატა. თუ ეს უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა, რა შანსია, რომ ის პროდუქტიული იქნება?

ვფიქრობ, ბაიდენის მიერ შეხვედრის შეთავაზება კარგი იდეაა. შეერთებული შტატების პოლიტიკა პუტინის რუსეთის მიმართ, კრემლის აგრესიასთან დაპირისპირების პარალელურად, უნდა მოიცავდეს თანამშრომლობასაც, სადაც ეს შესაძლებელია, მაგალითად - ბირთვული განიარაღების სფეროში. ბაიდენის წინადადებამ შეხვედრის თაობაზე, სინათლე მოჰფინა იმ საკითხს, რომ ამერიკა აყენებს პირობებს პუტინთან მიმართებაში და არ აპირებს თანამშრომლობის შეძენას დაუმსახურებელი დათმობების, ან „გადატვირთვების“ ხარჯზე, რომელიც კრემლის კეთილი ნების ყალბ კაპიტალს ეფუძნება.

რა უნდა გაკეთდეს უმაღლესი დონის შეხვედრამდე, რომ სამიტი წარმატებული აღმოჩნდეს?

თუკი პუტინი აგრესიის ესკალაციის გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინაში ან სხვაგან, იმედია, შეერთებული შტატები და მოკავშირეები ამაზე პასუხს გასცემენ. ჩვენ ამ შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ.
დენიელ ფრიდი

„[საჭიროა] გამჭვირვალობა პრობლემებთან, შესაძლებლობებთან მიმართებაში და არსებული მოლოდინის გაკონტროლება. შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შეუძლია ნაკლები მოლოდინის განსაზღვრა და სამიტის გამოყენება საკომუნიკაციო არხების გასაძლიერებლად, პოტენციური თანამშრომლობის არეალის შემოსაზღვრისთვის, თუ კრემლის აგრესიის წინააღმდეგ გაფრთხილებისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ: მოლოდინი უნდა იყოს მოკრძალებული, როგორც მსოფლიოს წინაშე, ისე ჩვენთვისაც.

თუ დეესკალაციის ყველა მცდელობა ჩავარდა, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამერიკისთვის და რეგიონისთვის?

თუკი პუტინი აგრესიის ესკალაციის გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინაში ან სხვაგან, იმედია, შეერთებული შტატები და მოკავშირეები ამაზე პასუხს გასცემენ. ჩვენ ამ შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, ისევე როგორც მზად უნდა ვიყოთ უკეთესი გამოსავლისთვის. თუ პუტინი უკრაინის სამხედრო ძალაზე მიიტანს იერიშს, უკრაინა იბრძოლებს. ჩვენ მათ ამ საქმეში იარაღის მიწოდებით უნდა დავეხმაროთ. პუტინს ეს სხვამხრივაც ძვირი უნდა დავუჯინოთ. ამავე დროს, ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მომავალ, უკეთეს რუსეთში. ხმა უნდა მივაწვდინოთ რუს ხალხს, ესეც ძალიან კარგი რამ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG