ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები: აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს


სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი რონ ჯონსონი
სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი რონ ჯონსონი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მან შეხვედრები გამართა კონგრესში.

ვიზიტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმას“ წერილობითი კომენტარი მისცეს.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ...

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Saturday, April 17, 2021

ასევე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის საელჩოებმა.

"მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG