სამშაბათს, რუსეთმა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთისთვის დაწესებული სანქციების ე.წ "სტოპ-სია" გააფართოვა და სანქციები ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცოლს, ჯილ ბაიდენს და მათ ქალიშვილს დაუწესა. სიაში სხვა ამერიკელი ოფიციალური პირებიც მოხვდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საპასუხო ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც ამერიკამ რუსი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების წინააღმდეგ სანქციები მიიღო.
ასევე ნახეთ: მოსკოვში სახელი გადაარქვეს ქუჩას, რომელზეც ამერიკის საელჩო მდებარეობსრუსეთს საპასუხო სანქციები დაწესებული აქვს ათობით ამერიკელი პოლიტიკოსისთვის. მათ სიაში უკვე გარდაცვლილი ჯონ მაკკეინიც აღმოჩნდა.
24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა რუსეთზე სანქციებით დაიწყო ზეწოლა, რომელიც მათ შორის ცალკეული ინდივიდებისა და კომპანიებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო შეზღუდვებს მოიცავს. დასავლეთის სამიზნე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო წრე და ის ადამიანები არიან, რომლებიც უკრაინაში ომს ხელს უწყობენ.