რუსეთში ტელეკომპანია „დოჟდი“ და რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ გათიშეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი ავრცელებს“. გადაწყვეტილება რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო.
რუსეთის საგამოძიებო ორგანოს მტკიებით, „დოჟდისა“ და „ეხო მოსკვის“ ვებგვერდებზე განთავსებული იყო „ექსტრემისტული და ძალადობის შემცველი მოწოდებები“. მეტიც, გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ორივე მაუწყებელი "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებდა, უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ქმედებებთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის, ტელეკომპანია „დოჟდი“ მაუწყებლობას ინტერნეტში „იუთუბ არხზე“ აგრძელებს.
მანამდე რუსეთმა კიევში სატელევიზიო ანძა დაბომბა, რამაც უკრაინული არხების სიგნალების გაცემა შეზღუდა. ამ დრომდე უკრაინული არხები ინტერნეტში მაუწყებლობენ.