ადგილობრივი გუბერნატორი - რუსეთმა კალუგას რეგიონში დრონი გაანადგურა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თვითმფრინავის ტიპის დრონი გაანადგურა, კალუგის ოლქის ფერზიკოვსკის რაიონში. ინფორმაციას ამის შესახებ, რეგიონის გუბერნატორი ვლადისლავ შაფშა ავრცელებს. გუბერნატორმა განცხადება ორშაბათს "ტელეგრამის" საშუალებით გაავრცელა.

კალუგას რეგიონი მოსკოვს ჩრდილოეთით ესაზღვრება. "მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურაზე ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია", - ამბობს შაპშა.

ასევე ნახეთ: ჯიმ ობრაიენი: რუსეთმა უფრო ნათლად უნდა გვითხრას, რას ითხოვს

ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვისი დრონი იყო, ან რა სამიზნე ჰქონდა დრონს ამოღებული, არ გავრცელებულა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არც კიევს გაუკეთებია.

მომხდარიდან მალევე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა, კიევი დაადანაშაულეს და თქვეს, რომ მიმდინარე წელს რუსეთზე დრონებით თავდასხმის რიცხვი გაიზარდა.