სამშაბათს, რუსეთმა განაცხადა, რომ იაპონიასთან ახლოს სადავო კუნძულებზე რამდენიმე S-300V4 ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემა განათავსა. რუსეთის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ ოფიციალური ტოკიოს გაღიზიანებას გამოიწვევს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის, "ზვეზდას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ბალისტიკური და საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნითაა შექმნილი, კუნძულ იტურუპზეა განთავსებული. ეს კუნძული ერთ-ერთია მათ შორის, რომელზეც კონტროლი რუსეთს აქვს, თუმცა იაპონია ამბობს, რომ ეს ტერიტორია მას ეკუთვნის.
"ზვეზდას" ინფორმაციით, რეგიონში სარაკეტო-თავდაცვითი სისტემები უკვე განთავსებულია.
ასევე ნახეთ: ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერის და შავი ზღვის რეგიონის გაძლიერებაზე ისაუბრებენსაბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკავა კუნძულები, რომლებიც სამხრეთ კურილების სახელითაა ცნობილი. ამ კუნძულების გამო ტერიტორიულმა დაპირისპირებამ ხელი შეუშალა, ორ მხარეს შორის, ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და წლების განმავლობაში მათ შორის დაძაბულ ურთიერთობას განაპირობებდა.
რუსეთის სამხედრო ნაბიჯები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულების ჯაჭვზე, რომლებიც გადაჭიმულია იაპონიის ჰოკაიდოს კუნძულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის, კამჩატკის რეგიონამდე, იაპონიის შეშფოთებას იწვევს.
ასევე ნახეთ: იაპონიაში ჰიროშიმას დაბომბვიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავენრუსეთის ნაბიჯის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე თანამდებობიდან გადადგა. თავისი მმართელობის პერიოდში, შინზო აბე ცდილობდა, რომ მოსკოვთან არსებული დავა მოეგვარებინა.