კრემლში აცხადებენ, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას, შესაძლოა, „სერიოზული დესტაბილიზაცია“ მოჰყვეს. მოსკოვი, ამ განცხადებით, მოლოდვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის მოწოდებას გამოეხმაურა. მაია სანდუმს განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა სეპარატისტული რეგიონი უნდა დატოვოს.
მოლოდვის მომავალი პრეზიდენტი, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, არჩევნებში პრო-რუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა, სანდუმ განაცხადა, რომ დააბალანსებს კავშირებს დასავლეთთან და რუსეთთან.
სანდუმ 30 ნოემბერს თქვა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარები უნდა გავიდეს და მისი ადგილი, ეუთოს ეგიდით, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ უნდა დაიკავოს. ამასთან, მომავალი პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვთან დიალოგი სურს.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს უცხო ქვეყნის ჯარები მის ტერიტორიაზე დარჩნენ“ - განაცხადა სანდუმ პრესკონფერენციაზე.
საპასუხოდ, კრემლის სპიკერმა, პესკოვმა იმედი და მოლოდინი გამოთქვა, რომ ოფიციალური კიშინიოვი „კონსტრუქციული დარჩება".
„რუსეთი დნესტრისპირეთში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და სტატუს-კვოს შეცვლა, სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“ - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დნესტრისპირეთმა 1990 წელს, მაშინდელი საბჭოთა მოლდოვასგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992 წელს, მოლდოვას შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილი დნესტრისპირეთს შორის ხანმოკლე ომი გაიმართა. კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა.
Facebook Forum